ამბობენ რომ : "პოლიტიკა ეს არის შოუბიზნესი მახინჯი ადამიანებისთვის"აქედან გამომდინარე მე შემიძლია ვთქვა, რომ ამას მივაღწიე. მე ასევე ვფიქრობ თუ რამხელა პატივია პოლიტიკოსისთვის გამოხვიდე ტედში, განსაკუთრებით აქ დიდ ბრიტანეთში სადაც პოლიტიკოსების რეპუტაცია სკანდალების გამო ძალიან დაცემულია.
ეხლახანს წავიკითხე, რომ მეცნიერები აქტიურად ფიქრობენ ექსპერიმენტები ვირთხების მაგივრად ჩაატარონ პოლიტიკოსებზე. და თუ იკითხავთ რატომ?ისინი გიპასუხებენ: " ჩვენ არ განვიცდით პოლიტკოსების ნაკლებობას, ასევე რეალურად არავინ დაინტერესდება მათ შესახებ და ასევე არის ისეთი რაღაცეები სადაც ვირთხები არ გამოდგებიან" (სიცილი)
მე ვიცი რომ თქვენ ყველას გიყვართ ციფრები, ამიტომ მე ვიწყებ რიცხვებით სავსე სლაიდით ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია გაიაზრონ პოლიტიკოსებმა ბრიტანეთსა და ამერიკაში, რომ ფული გათავდა. ჩვენ სახეზე გავქავს ბიუჯეტის დეფიციტი. ეს არის ჩემი საზოგადოებრივი ვალების მთვლელი და თქვენ ხედავთ, რომ ის აღწევს 32 ტრილიონს და კვლავ განაგრძობს თვლას.
ვფიქრობ ეს მიგვიყვანს ძალიან მარტივ ფაქტამდე, რომ პოლიტიკოსების წინაშე დგას ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ ისე, რომ არ დავხარჯოთ ბევრი ფული. ვინაიდან სავარაუდოთ ფული საკმარისი არ იქნება რომ გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურიან მთავრობა ან სხვა მრავალი რამ რაზეც პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ხოლმე.აქედან გამომდინარეობს ის, რომ თუ თქვენ ფიქრობთ რომ მხოლოდ ფულითშეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას საჯარო სამსახურში, ჯანდაცვაში, განათლებაში და ატარებთ ფულის ხარჯვის პოლიტიკას გგონიათ რა მხოლოდ ფულის ხარჯვით შეიძლება პროგრესის მიღწევა თქვენ აღმოჩდებით საკმაოდ რთული დროის წინაშე.
მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ რომ არსებობს უამრავი სხვა რამ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საკითხის გადაჭრა, მაგალითად: ოჯახური ურთიერთობები, მეგობრობა, საზოგადოება, ფასეულობები, ამ შემთხვევაში დგება პოლიტიკური საქმიანობისთვის საინტერესო დრო. ამ საღამოს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მარტივი არგუმენტი, ძალიან პირდაპირი არგუმენტი, რომ თუ ჩვენ გავაერთიანებთ სწორ პოლიტიკურ ფილოსოფიას, სწორ პოლიტიკურ აზროვნებას წარმოუდგენელ ინფორმაციულ რევოლუციასთან, რომელთანაც დღეს გვაქვს საქმე და ამის შესახებ თქვენ ჩემზე უკეთ იცით,ვფიქრობ, რომ გვეძლევა შესანიშნავი შანსი შევცვალოთ პოლიტიკა.მმართველობა, საჯარო სამსახური, და მივაღწიოთ იმას რაც ჩანს სლაიდზე, რაც არის კეთილდღეობის ზრდის საწინდარი. ეს არის ის საკითხი, რომელზედაც მინდა დღეს ვისაუბრო.
დავიწყოთ პოლიტიკური ფილოსოფიით. მე არ ვამბობ, რომ ამ წუთში ბრიტანელ კონსერვატორებს აქვთ ყველა კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა არა,მაგრამ არის ორი მთავარი საკითხი კონსერვატიულო ფილოსოფიისა, რომელიც მას ამოძრავებს და რომელიც შესაფერისია მთელი ამ დებატის. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა, თუ ჩვენ მივცემთ ხალხს მეტ ძალაუფლებას და კონტროლის საშუალებას თავიანთ ცხოვრებაზე, თუ ჩვენ მივცემთ უფრო მეტ არჩევანს,დაუთმობთ მათ მართვის სადავეებს, ამით შეგვიძლია შევქმნათ უფრო ძლიერი და უკეთესი საზოგადოება და თუ ამ ყველაფერს გავაერთიანებთ იმინფორმაციასთან, რომელიც არის დღევანდელ მსოფლიოში, ვფიქრობ, როგორც უკვე ავღნიშნე, სრულიად შევცვლით პოლიტიკას, მართველობას და საჯარო სამსახურს.
მეორე საკითხი რომლისაც მჯერა ეს არის ადამიანური ბუნება, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ. პოლიტიკა და პოლიტიკოსები იმ შემთხვევაში არიან წარმატებულნი თუ ისინი ცდილობენ და ადამიანებთან იქცევიან ისე, როგორებიც არიან და არა ისე, როგორიც უნდა რომ იყვნენ. თუ კი გააერთიანებთ ამ ორ ძალიან მარტივ კონსერვატორულ იდეას და დაეყრდნობით ადამიანურ ბუნებას ქცევითი ეკონომიკის მიღწვებთან ერთად,რომლის შესახებაც ახლახან მოვისმინეთ, კვლავ გავიმეროებ, ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ კეთილდღეობასა და ბედნიერებას ძლიერ საზოგადოებაში უამრავი ფულის დახარჯვის გარეშე.
რატომ ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი როცა უბდა წამოვაყენოთ ეს არგუმენტი? კარგით, მე ვშიშობ თქვენ მოგიწევთ მოისმინოთ ჩვენი ისტორიის მოკლე რაკურსი რომელიც შეეხება ისტროიიის სამ პერიოდს, ესაა წინარე ბიოკრატიული ერა, ბიოკრატიული და პოსტ ბიოკრატიული ეპოქა რომელშიც მე ვფიქრობ, რომ დღეს ვცხოვრობთ. ეს შეიძლება გამოიხატოს ძალიან მარტივადჩვენ გამოვედით ლოკალური მმართველობის მსოფლიოდან, შემდეგ გავიარეთ ცენტრალური მმართველობის ეტაპი და ახლა ჩვენ ვართ ხალხის მმართველობის ეტაპზე. ლოკალური ძალაუფლება, ცენტრალური ძალაუფლება და ახლა ხალხის ძალაუფლება.
ეს არის მეფე კნატი, რომელიც მეფობდა ათასეულობით წლის წინ. იგი ფიქრობდა რომ ტალღები შეეკავებინა. მან ვერ შეძლო ტალღების შეკავება.საბოლოო ჯამში მან ძალიან ცოტა რამ შეძლო, ვინაიდან მეფეს ათიათასობით წლის წინ, რომელის მმართველობა გრძელდებოდა საათები, კვირეებიდან კვირებამდე იგი მაინც ცოტას მართავდა. ის არ მართავდა უსაფრთხოებას, სასამართლოს, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სისტემას. მას მხოლოდ შეეძლო დაეწყო ომი, ეს იყო და ეს. ეს იყო წინარე ბიუროკრატიული ეპოქა, როცა ყველაფერი იყო ლოკალური. წლები როცა ყველაფერი უნდა ყოფილიყო ძალიან ლოკალური, ვინაიდან არ იყო მთელ ქვეყანაზე ინფორმაციის მისაწვდომობა, ისევე როგორც გადაადგილება შეზღუდული იყო. სწორედ ეს იყო წინარე ბიუროკრატიული ეპოქა.
მოსაწყენი ისტორიის შემდეგი გაკვეთილი არის ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუციის მშვენიერი სურათი. უეცრად შესაძლბელი გახდა ტრანსპორტირება, მოგზაურობა,ინფორმაციის მიღება ამ ყველაფერმა დაბადა, როგორც ჩვენ გვიყვარს თქმა ბიუროკრატიული ეპოქა. დააკვირდით, როგორ ლამაზად იცვლება სლაიდი. ხედავთ? უეცრად გაჩდა დიდი, ძლიერი, ცენტრალური სახელმწიფო. შესაძლებელი გახდა, ორგანიზება გაეწიათჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, პოლიტიკისთვის, მართლმსაჯულებისთვის.ეს იყო მსოფლიო, როგორც ავღნიშნე არა ლოკალური ძალაუფლების, არამედ ცენტრალური ძალაუფლების. მან მიღო მთელი ძალაუფლება ლოკალურიდანდა ეს მოხდა თავისთავად.
შემდეგი დიდი ეტაპი, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია მასიური ინფორმაციული რევოლუციის ეპოქა. წარმოიდგინეთ ერთი ფაქტი 100 წლის წინ 10 სიტყვის გაგზავნა ღირდა 50 დოლარი სწორედ ახლა კი ჩვენ ვუკავშირდებით ლონგ ბიჩს და სხვა ადგილებს და ასევე იზოლირებულ ადგილებს ძალიან იაფად, ჩვენ შეგვიძლია გავგზავნოთ და მივიღოთ უამრავი ინფორმაცია არაფრის საფასურად. ასე, რომ ჩვენ ეხლა ვცხოვრობთ პოსტ-ბიუროკრატიულ ეპოქაში სადაც შესაძლებელია ხალხის რეალური ძალაუფლება.
რას ნიშნავს ეს ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელებისთვის, მთავრობისთვის? დროის უქონლობის გამო მე არ შემიძლია მოგიყვეთ უამრავი მაგალითი, მაგრამ ნება მიბოძეთ გითხრათ რამოდენიმე გზა რომელსაც შეუძლია ცხოვრების შეცვლა ეს ძალიან ადვილი წარმოსადგენია, თუ თქვენ დაფიქრდებით თუ, როგორ შეიცვალა ცხოვრება, როგორ ვვაჭრობთ, ვმოგზაურობთ, წარვმართავთ საქმეებს. უკვე აშკარაა რომ ინფორმაციულმა და ინტერნეტის რევოლუციამ შეაღწია საზოგადოებრივი ცხოვრების განსხვავებულ ფორმებში, მაგრამ ეს ყოველივე ჯერ არ შეხებია მთავრობას.
როგორ შეიძლება ეს ყოველივე განხორციელდეს? მე ვფიქრობ, რომ არის სამი მთავარი გზა რომელსაც შეუძლია მოახდინოს მნიშვნეოვანი ცვლილება, ესაა გამჭირვალობა, მეტი არჩევანი და ანგარიშვალდებულება, რომელიც გამოხატული იქნება ხალხის ძალაუფლებაში. თუ ჩვენ ავიღებთ გამჭირვალობას, ეს არის ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ვებგვერდი, მისუურის ანგარიშვალდებულების პორტალი. ძველად მხოლოდ მთავრობას ფლობდა ინფომაციას და ასევე რამდენიმე ადამიანი, რომელიც იპარავდა ინფორმაციასმხოლოდ მათ შეეძლოთ საკითხის დასმა და გამოძიება. ახლა კი ამერიკის ერთ-ერთი შტატის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ რამდენ დოლარს ხარჯავს მთავრობა,ეს ყველაფერი კი არის ადვილად მოსაძებნი, გასაანალიზებელი და გადასამოწმებელი.
სწორედ ეს ნიშნავს და ამას მოაქვს დიდი ცვლილებები. ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც სურს ტენდერებში მონაწილეობა შეუძლია ნახოს ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. ნებისმიერს ვისაც უნდა, რომ წარადგინოს უკეთესი პირობები იაფად, ყველანაირი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი.პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაში პრაქტიკულად პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგავთ, რაც ბიზნეს სამყარომ უკვე დიდი ხანია გაითავისა ინფრომაციული რევოლუციის დახმარებით. ასე რომ გამჭირვალეობას შეუძლია დიდი ცვლილებების მოტანა. თუ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ყველა სამთავრობო ხარჯი, რომელიც აღემტება 25 000 ფუნტ სტერლინგსგავხადოთ გამჭირვალე და ხელმისაწვდომი ინტერნეტში, რათა ყველას შეეძლოს მისი ნახვა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა კონტრაქტი, რომელიც შესახებაც დღეს ვსაუბრობთ იყოს ხელმისაწვდომი ინტერნეტში რათა ყველამ ნახოს პირობები და ვალდებულებები, ეს ყველაფერი მთავრობას მოუტანს უდიდეს სარგებელს და ამავდროულად დარწმუნებული ვარ აამაღლებს კეთილდღეობას.
არჩევანი. დღეს-დღეობით ყოველი თქვენგანი ვაჭრობს, კომუნიკაციას ამყარებს და აკეთებს უამრავ რამეს ონლაინ რეჟიმში. მაგრამ ეს რევოლუცია ნაკლებად შეეხო საჯარო სამსახურს როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, პოლიცია, ჩვენ ვაპირებთ ეს ყველაფერი მასიურად შევცვალოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ეს ცვლილება ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციული რევოლუციის დახმარებით.გავხადოთ ადვილად მოსაძებნი ჯანდაცვის საიტები, რომლითაც შეძლებთ გაგებას თუ რა ოპერაციები კეთდება და როგორი ექიმები ყავთ, ასევე როგორი სისუფთავეა სავადმყოფოებში, რომელი აკეთებს ინფიცირების საუკეთესო კონტროლს. ყველა ტიპის ინფორმაცია, რომელიც ერთ ხანს თავმოყრილი იყო ჯანდაცვის დეპარტამენტში ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ამ დიდი ცვლილებების მესამე ნაწილი კი არის ანგარიშვალდებულება. ეს ვფიქრობ არის უდიდესი ცვლილება. ეს არის დანაშაულების რუკა. ჩიკაგოს დანაშაულის რუკა. მიუხედავათ იმისა, რომ არის სიტუაციები სადაც მხოლოდ პოლიციას აქვს ინფორმაცია, თუ სად და რა დანაშაულს ქონდა ადგილი და არიან დაქირავებული ადამიანები მთავრობაში რომ აკონტროლონ პოლიციის ანგარიშველდებულება, უეცრად ხალხს ეძლევა უდიდიესი შესაძლებლობა,როგორც მოქალაქეებს, რომ ნახონ თუ რა დანაშაულთან გვაქს საქმე სად , როდის და ვის მიერ არის ჩადენილი დანაშაული და ჩვენ ამით შეგვიძლია ავაკონტროლთ პოლიცია. თქვენ ხედავთ ეს გავს შეფის ქუდს, ცისფერი ფერით აღნიშნულია ფიზიკური ძალადობა, აქ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი და სად, ასევე გაქვთ შესაძლებლობა აამაღლოთ პოლიციის პასუხისმგებლობა. ანუ ეს სამ გზას გამჭირვალობას, ანგარიშვალდებულებას და არჩევანს შეუძლია დიდი ცვლილებების მოხდენა.
მე ასევე ვიტყოდი, რომ არის სხვა პრინციპებიც რომლებზეც ვფიქრობ სამუშაოა, ეს არის ადამიანის გათვითცნობიერება, გარკვევა იმისა თუ, როგორია ადამიანის ბუნება რათა მივაღწიოთ უფრო მეტს. ჩვენ ვდგავართ დიდი რევოლუციის წინაშე რათა გავიგოთ რა ქცევის თავისებურებები აქვს ადამიანს. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობა მივიღოთ უამრავი ინფორმაცია და გამოვიყენოთ ის. ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ადამიანთან და კონსულტაციებს გავდივართ რათა, როგორც ვთქვი ჩავინიშნოთ ეს გამოცდილება.
ნება მიბოძეთ მოგიყვანოთ ერთი მაგალითი, რომელიც ძალიან მარტივია და ასევე მიყვარს. ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა დაზოგონ მეტი ენერგია. რატომ? იმიტომ, რომ ის ამცირებს ნავთობის მოხმარებას და გადასახადებს და ზოგიერთ შემთხვევაში ნახშიროჟანგის გამოყოფას. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?წლების წინ ჩვენ გვქონდა სამთავრობო საინფორმაციო კამპანია რომლის არსი იყო ის, რომ ჩაგვექრო შუქი სახლიდან გასვლის წინ. ერთმა კაცმა მათავრობაში ერთხელ თქვა, რომ გამოგვეხეხა კბილები სიბნელეში. ამან ვერ გასტანა დიდი ხნის განმავლობაში. შეხედეთ რა მოაქვს ამას. ეს არის ქცევითი ეკონომიკის ძალიან მარტივი მაგალითი. ძალიან მარტივი გზა, რომ ვინმეს შემაცირებინო ელექტროენერგიის ხარჯები არის ის, რომ ანახო მათ თავიანთი დანახარჯები,ასევე თავიანთი მეზობლის დანახარჯები და შემდეგ შეადარებინო იმ მეზობლის ხარჯებთან, რომელიც ეკონომიურად იყენებს ენერგიას. ესეთ ქცევით ეკონომიკას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ქცევა უფრო უკეთ ვიდრე ყველა სინფორმაციო კამპანიას ან მთავრობის ძალდატანებას. შემდეგი მაგალითი არის, ნარჩენების გადამუშავებაზე. ჩვენ ყველამ ვიცით რომ გვჭირდება უფრო მეტი ნარჩენების გადამუშავება. როგორ უნდა მოხდეს ეს? აშშ-ის მაგალითი ადასტურებს რომ, თუ შენ გადაუხდი ადამიანს ნარჩენების გადამუშავებისთვის, თუ შენ მისცემ უფრო მეტ ჯოხს ვიდრე სტაფილოს შენ შეგიძლია მისი ქცევის შეცვლა.
რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? აქ არის ორი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გამოსვლა რაც გაკეთებულა აშშ-ში 50 წლის განმავლობაში. ხედავთ, აქ გვაქვს კენედის ძალიან მარტივად გასაგები და უძლიერესი ფორმულირება, " იკითხე არა ის, თუ რა შეუძლია გააკეთოს შენმა ქვეყანამ შენთვის, არამედ ის, თუ შენ რა შეგიძლია გააკეთო ქვეყნისთვის." ეს იყო ძალიან კაეთილშობილური განაცხადი, მაგრამ როცა იგი ამ სიტყვას ამბობდა , როგორ შეგეძლო აგეშენებინა ძლიერი და უკეთესი საზოგადოება? შენ შეგეძლო გებრძოლა ქვეყნისთვის, თავი გაგეწირა ქვეყნისთვის, გემსახურა სამოქალაქო სამსახურში, მაგრამ შენ არ გქონდა რეალური ინფორმაცია, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ დახმარებოდი უფრო ძლიერი საზოგადოების მშენებლობაში, რომელის საშუალება ეხლა უკვე გვაქვს.
ვფიქრობ ასევე მშვენიერი გამოსვლა რომლიდანაც წავიკითხავ დიდი ნაწყვეტს,იგი აჯამებს იმას რაზეც მე დასაწყისში ვისაუბრე, რომ ცხოვრებაში არის უფრო მეტი რამ ვიდრე ფულია და რომ ჩვენთვი სხვა ფასეულობები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ვიდრე ფული. ეს არის რობერტ კენედის მშვენიერი განმარტება.თუ რატომ აისახება ეს ყველაფერი ძალიან ცოტა რაოდენობთ ეროვნულ პროდუქტში. " ის არ მოიცავს ჩვენი ბავშვების ჯანდაცვას მათი სწავლების ხარისხს ასევე მხიარულებას თამაშის დროს. იგი არ მოიცავს პოეზიის მშვენებას ან ქორწინების სიძლიერეს, ასევე საჯარო დებატების მნიშვნელობას. ის არ შეიცავს არც მამაცობას არც ჩვენს ცოდნას, არც ჩვენი ქვეყნის ერთგულებას და თავდადებას. მასში ყველაფერი შედის გარდა იმისა, რაც ცხოვრებას მნიშვნელოვანს ხდის."
კვლავ ვიმეორებ, ეს კეთილშობილური და მშვენიერი გამოსვალა იყო 40 წლის წინ, 40 წლის წინ ეს იყო მშვენიერი ოცნება, მაგრამ დღეს უდიდესი ტექნოლოგიური მიღწევებით, ქცევითი ეკონომიკის მასიური ცვლილებებით,ასევე იმ ცოდნით თუ, როგორ მიიღწეს კეთილდღეობა, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ამ ყველაფერს და მივცემთ ხალხს ინფორმაციის მეშვეობით ძალაუფლებას, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება და თუ ასევე გამოვიყენებთ ადამიანის ბუნებას და ცოდნას ადამიანის ქცევების შესახებ ამ ოცნების განხორციელება დღეს არის რეალური, ვიდერე 40 წლის წინ, როცა შედგა ეს შესანიშნავი გამოსვლა.
No comments:
Post a Comment