I. პოლიტიკური ალტერნატივა: ყოფნა არ ყონა
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამოჩნდა რომ
(1)საზოგადოებას მაგრად ყელში აქვს ნაც-ქოცები და მწიფდება ამ "არჩევანის" მიმართ პროტესტი. სწორედ ანალოგიური განცდის შედეგად დაეცა შევარნაძე-აბაშიძის ტანდემი. დიდია სხვა ალტერნატივის ნატვრა, თუმცა, (2)მიუხედავად ამისა, საზოგადოება კარგავს იმედს რომ შეიძლება გამოჩნდეს სხვა ალტერნატივა - ე.წ. "მესამე ძალა".
ამ სკეფსისს ხელი შეუწყო იმ რამდენიმე წარუმატებელმა ინიციატივამ, რომელთაგან
(1)ერთი ("გირჩი") წარმატებულად ფოკუსირდა გარკვეულ სეგმენტზე, მაგრამ სეგმენტის სიმცირისა და არჩეული კომუნიკაციური სტრატეგიის გამო მისი პოლიტიკური წონა დაბალია და არც აქვს პრეტენზია ნაც-ქოცური ტანდემისათვის რეალური ალტერნატივის შექმნის, ხოლო
(2) მეორე - #ახალისაქართელო-მ, დაივიწყა რა დაფუძნებისას განცხადებული პრინციპები, უბრალოდ გაითქვიფა მშობელ-ნაციონალურ მოძრაობაში, იმის იმედად, რომ ნაცების ელექტორატის ხარჯზე მოახერხებს პოლიტიკურ ველში დაბრუნება. დაახ. იგივე სტრატეგია ქონდათ "ევროსაქართველოს" ლიდერებს, სანამ მათი დაპირისპირება ენმ ელექტორატის ქვაკუთხედდთან გასაჯაროვდებოდა და მოუწევდათ ენმ დატოვება, წარუმატებელი რეიდერობის მცდელობის შემდეგ.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა ნაც-ქოცური ტანდემის დამარცხება, მაშინ როცა რესურსები (ფინანსური, ადმინისტრაციული) მონოპოლიზირებულია ამ ტანდემის ერთ-ერთი სუბიექტის (ბიძინა ივანიშვილი) ხელში და ის ამ ტანდემს წარმატებულად იყენებს 2012 წლიდან დღემდე?
მთავარი გამოწვევა არის სად უნდა იშოვოს ალტერნატიულმა ძალამ ფული, რესურსები, რომლითაც ის შეძლებს ეფექტურად დაპირისპირებას მოცემულ პოიტიკურ სტუქტურასთან?
II. არსებული სიტუაციის მცირე ანალიზი
სანამ გადავალთ სოლუშენზე ფიქრზე, როგორ უნდა დაიძლიოს ფულისა და ადამიანური რესურსების პრობლემა, იქამდე მნიშვნელოვანია გავიაზროთ რაში გვჭირდება ფული? იქნებ ის მხოლოდ ინსტრუმენტია და სხვა გზითაც შესაძლებელია საჭირო რესურსების მობილიზაცია?
არჩევნებისას ფული ძირითადად ახლა იხარჯება:
- "სტარების"/"ფეისების" სიაში მოზიდვისათვის
- კომუნიკაციური არხების შესაქმნელად - წინასაარჩევნო კამპანიისთვის
- მენეჯმენტისთვის
აქედან ყველაზე დიდი ფული იხარჯება კოორდინატორებზე, რომლებიც დღეს არის მთავარი არხი ამომრჩევლის მოსყიდვისა და არჩევნების დღეს მობილიზაციისათვის.
დღეს მექანიზმი არის შემდეგი:
თქვენ გაქვთ ფული, რომელსაც უხდით კოორდინატორს (1 კოორდინატორი - საშ. 50 ამომრჩეველი) და ის ამ ფულის ნაწილს იტოვებს (სერვისის ჰონორარი) და ნაწილს ანაწილებს ამომრჩეველზე მისი მოსყიდვისათვის, რომ გავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს დამკვეთისთვის სასურველ კანდიდატს.
ამ მოდელში კოორდინატორის მოტივაცია არის მხოლოდ ფული, ამიტომ მარტივად იყიდება, შესაბამისად არასანდოა და დიდი ალბათობით იმის ჯიბეშია ვისაც მეტი ფული აქვს.
მართველი ძალის შემთხვევაში ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი ("ბიუჯეტნიკები", პრობაციონერები...)
ამ პარადიგმაში, ამ წესებით იმარჯვებს მხოლოდ დიდი ფული + ადმინრესურსის სინთეზი. ან ხდება რევოლუცია.
ეს სცენარები უკვე გვინახავს და დიდად არ წაადგება ქვეყნის განვითარებას.
III. ტიტანთა ომები - Encyclopædia Britannica - Microsoft Encarta - Wikipedia(კონკრეტული ქეისები)
მაგრამ ყველაფერი დაკარგული არაა ;).
არსებობს მოდელები, რომლებმაც ეს მონოპოლიები შეიძლება გაარღვიოს - დისრაფციული/გამრღვევი ინოვაციები (Disruptive Innovation). ეს მოდელი კარგადაა დამუშავებული ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და ინოვაციების ცნობილი ავტორიტეტის Clayton Christensen მიერ, რეალური ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით.
ამისთვის საჭიროა არა უბრალოდ ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესება თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ პარადიგმის, ბიზნეს-მოდელის (!) ტრანსფორმაცია.
Encyclopædia Britannica იყო ფაქტიური ლიდერი. მისი სახელი და ფინანსები უზრუნველყოფდა საუკეთესო ავტორებს, მაღალი ხარისხის სტატიებს, რეპუტაციას, კარგად აწყობილ კომუნიკაციის/გაყიდვების არხებსა და მთელ მსოფლიოში ლოიალური კლიენტების უზარმაზარ ქსელს. მოკლედ, ქონდა ყველაფერი რაც გულუხვად აქვს გლობალურ მეგა-ბრენდს (და ვერ დაესიზმრებათ ვერც ქოცებს და ვერც ნაცებს ;) )
90-იანებში, ინტერნეტ-ტექნოლოგიების (web 1.0), მაიკროსოფტის ავტორიტეტისა და რესურსების ხარჯზე შეიქმნა Microsoft Encarta. ტექნოლოგიებე დაყრდნობით Encarta-მ გააუმჯობესა კომუნიკაციის არხი (ბიზნეს-პროცესი(!)), მაგრამ ბიზნეს-მოდელი (მკითხველ-ავტორის რელაციები) უცლელი დატოვა... ვიკიპედიასთან წარუმატებელი კონკურენციის ფონზე ჯერ სტატიების მოდერაციის მოდელი შეცვალა (2005), მაგრამ ბოლოს, 2009-ში მარცხი აღიარა და დაიხურა.
ამ გიგანტების ფონზე გამოჩნდა ვიკიპედია. ის გამოჩნდა გვიან - უკვე ფორმირებულ მარკეტზე. ამასთან, მას არც ერთი უპირატესობა არ ქონდა რაც ქონდათ მის კონკურენტებს - მან უბრალოდ შეცვალა კარდინალურად ბიზნეს-მოდელი(!): "სოცილაური კონსტურქტივიზმის" თეორიის/web 2.0 საფუძველზე შექმნა მექანიზმი, რომელმაც მკითხველებს მისცა თვითრეალიზაციის საშუალება და პასიური მდგომარეობიდან პროაქტიულები გახადა (ავტორებად აქცია). ამასთან, ავტორობაში ცენტსაც არ უხდის თავის მკითხელ-ავტორებს. ამის საფუძველზე უკან მოიტოვა ძლევამოსილი ბრენდები ;)) ვიკიპედიას სლოგანია: the free encyclopedia that anyone can edit.
ანუ თუ Microsoft Encarta, Encyclopædia Britannica-სთან კონკურენციაში შევიდა არსებული პარადიგმის, ბიზნეს-მოდელის შეუცლელად - ე.წ. "წითელი ოკეანის" ("Red Ocean Strategy") ფარგლებში, ვიკიპედიამ, ახალი ბიზნეს-მოდელის გზით შეცვალა "თამაშის წესები", შექმნა ახალი, "ლურჯი ოკეანე" ("Blue Ocean Strategy") სადაც მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა და ყველანაირი დიდი ინვესტიციების გარეშე დაამარცხა გიგანტები.
აქედან მორალი -
1. უძლეველი ბრენდებიც შეიძლება დაამარცხო მინიმალური რსურსით
2. ასეთი წარმატებისთვის საკმარისი არაა ბიზნეს-პროცესების(!) მოდერნიზაცია
3. საჭროა ბიზნეს-მოდელის(!) შეცვლა - პარადიგმალური ტრანსფორმაცია არსებული რელაციების, თამაშის წესების!
ჩვენი ფოლკლორიდან ამის მაგალითია ნაცარქექია, რომელიც არსებული მინიმალური რესურსების ეფქტური სინთეზით ამარცხებს უზარმაზარი რესურსების მქონე დევს - დევი შემოყავს თავისთვის მომგებიან თამაშის წესებში და იყენებს "ხერხს" "ღონის" წინააღმდეგ ;)
ჩვენი ფოლკლორიდან ამის მაგალითია ნაცარქექია, რომელიც არსებული მინიმალური რესურსების ეფქტური სინთეზით ამარცხებს უზარმაზარი რესურსების მქონე დევს - დევი შემოყავს თავისთვის მომგებიან თამაშის წესებში და იყენებს "ხერხს" "ღონის" წინააღმდეგ ;)
IV. ეგ ყველაფერი კარგი და "ჩვენ, რა ვქნათ, ჩვენ"?! ;)
ვიკიპედიის მექანიზმის ანალოგია პოლიტიკაში, რომელიც მე ვიცი, არის ღია(!) #პრაიმერი, როდესაც ამომარჩეველი ნაცვლად პასიური ბიულეტინისა, ხდება პროაქტიული სუბიექტი. იგი, ერთი მხრივ - წყვეტს ვინ უნდა იყოს ნომინირებული და იმავდროულად - თითოეულ მათგანს შეუძლია გახდეს ნომინანტი, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით ;)
ვიკიპედიის სლოგანის პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ, მცირე რესურსებით პოლიტიკურმა სტარტაპმა რომ გაიმარჯვოს, საჭიროა ის იყო პლატფორმა, "that anyone can edit"/"უბრალო" მოქალაქეს ქონდეს შანსი იყოს არჩეული და თავად აირჩიოს ნომინანტი, ყელანაირი პარტიული ლიდერისა, თუ კულუარებში ერთმანათში დაგავანიკით მოქმედი "ლიდერშიფის" ფილტრის გარეშე.
პრაიმერი გზა უხსნის პოლიტიკით დაინტერესებულ უამრავ, ლიდერობის პოტენციალის მქონე ადამიანს თბილისსა თუ, და განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებლებსაც გზა გადაკეტილი აქვთ არსებულ სტლინურ-შევარდნაძისტულ პარტიულ კონსტრუქციაში.
პრიამერის გზით, მსგავსად ვიკიპედიის მოდელისა, უამრავ, დღეს გაპასიურებულ ადამიანს ექმნება მოტივი და ხდება მათი სოცილაური კაპიტალის მობილიზაცია. ეს სისტემა აქრობს კოორდინატორების ძლევამოსილებას, რადგან ელექტორატის მობილიზაციისათვის ეს თვითმოტივირებული ადამიანები ზრუნავენ თავად, რადგან იციან - წარმატებისთვის მათ ჭირდება რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მობილიზაცია უკვე პრაიმერის(!) ეტაპზევე.
ღია(!) პრაიმერის დანერგვა პოლიტიკური ძალის მიერ აჩვენებს, რომ ის გახსნილია და იქ სადაც მიუწვდება ხელი ნერგავს დემოკრატიულ, ინოვაციურ მექანიზმებს - ესეც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, ამასთან, საქმით(!) დამოწმებული.
პ.ს. უფრო დეტალურად პრაიმერზე, შევეცდები მოგვიანებით დავწერო.
No comments:
Post a Comment