9.22.2020

სააკაშვილის ახალი ინიციატივის - არაპარტიული(!), “საზოგადოებრივი კოალიციის” შესახებ

გთავაზობთ, ჩემ მოსაზრებებს სააკაშვილი 20 სექტემბრის გამოსვლისას გაჟღერებული მისი ახალი ინიციატივისა და იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია სააკაშვილის მხრიდან ამ დაპირების შესრულება.

სანამ დეტალებზე გადავალთ მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. როგორც მე მესმის ამ გამოსვლას რამდენიმე ამოცანა ქონდა:
1. საკუთარი ელექტორატის მობილიზაცია და ბრძოლის ენერგეტიკის ამაღლება, რაც ლოგიკურია არჩევნებამდე 1 თვით ადრე - იგივეს ცდილობენ სხვა პოლიტძალებიც და
2. საზოგადოებისათვის ახალი პოლიტიკური ინიციატივის შეთავაზება: არჩევნების შემდეგ, მთავრობის დაკომპლექტება არა პარტიული ტიპების მონაწილეობით, არამედ საზოგადოების არაპარტიული წევრების საფუძველზე - "საზოგადოებრივი"/ტექნიკურ-ექსპერტული მთავრობის ფორმირება

ამ გამოსვლის ძირითადი იდეა იყო, როგორც მე მესმის, არა ის, რომ "კოალიცია არ სურს" და მონოპოლიზებას აპირებს (რაც ტექნიკურად შეუძლებელიცაა), არამედ სტანდარტული პარტიული კოალიციას ნაცვლად, გამოდის ინიციატივით შეიქმნას "ფართო საზოგადოებრივი" კოალიცია.
თუ ეს იდეა რეალიზირდა, მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს ჩვენი პოლიტიკური ველის გადასატვირთად.

ცოტა დეტალურად იხ. ქვემოთ

ცოტა "თეორიით" დავიწყოთ, რომელიც დაგვეხმარება კონტექსტში ორიენტირებაში


საარჩევნო კამპანია ბოლო ფაზაში შედის, შესაბამისად დგება შემდეგი ამოცანები:

I. მინიმუმი ამოცანა:

- საკუთარი ელექტორალური ბირთვის მაქსიმალური მობილიზიცია, “მოხოდვა”, გამარჯვების იმედისა და ბრძოლის ჟინის აღძრვა, რათა ყველა უკლებრივ მივიდეს ურნასთან და შემდეგ

- ხმების დაცვისთვის მაქსიმალურად ორგანიზება.

II. საშუალო ამოცანა: - იდეოლოგიური თანამოაზრეების გადმობირება, მათი დარწმუნება, რომ შენ ყველაზე უკეთესი იქნები ამ ნიშაში მოქმედ ალტერნატივებს შორის

III. მაქსიმუმი ამოცანა - შესაძლო ნეიტრალების/გადაუწყვეტელების გადმობირება.


ამ ეტაპის წარმატებით გავლის შედეგია - ხმების მაქსიმუმის მოგროვება, მეტი ადგილი პარლამენტში და მეტი წონა მოლაპარაკებისას. სხვაობა ენმ-სა და პატარა ოპოძალებს შორის უმნიშვნელოა:
დიდები (ენმ, ქო) ცდილობს თავის გარშემო და საკუთარი პრობებით(!), ძალების გაერთიანებას. პატარა (ოპო)ძალები - იმდენი წონის მოპოვებას, რომ კოალიციაზე ვაჭრობისას - გაითვალისწინონ.

ეს შედეგი კი დამოკიდებულია რამდენად წარმატებულად დაიძლია ზემოთდასახელებული ამოცანები, მაგრამ სულ ცოტა პირველი - ამოცანა-მინიმუმი. საბოლოოდ, წარმატებას მიაღწევს ის ვინც ამ ეტაპებს სწრაფად და ბოლომდე გაივლის.


“პრაქტიკა” - საქართველო კონტექსტი - 2020

წესით, ამ ბოლო დროისთვის ამოცანა-მინიმუმი (საკუთარი ბირთვის მობილიზაცია) უკვე დაძლეული უნდა იყოს და პოლიტიკური ძალები შემდეგი საფეხურის ამოცანებით უნდა იყვნენ დაკავებული - პოტენციური იდეოლოგიური თანამოაზრეების გადმობირება და ნეიტრალების/გადაუწყვეტელების მომხრობა. 

მაგრამ, ივანიშვილმა 2019-2020 მანძილზე საარჩევნო მოდელის გარშემო გაურკვევლობის შექმნით ("კაჩალკების" სტრატეგია) მოახერხა ოპოძალებისთვის არ მიეცა დრო ეს ამოცანები დროულად გადაეწყვიტათ.


ასევე, დრო დაიკარგა შიდაოპოზიციურ "დაგავარნიაკზე", სადაც პატარა ოპოჯგუფებმა მაქსიმუმი მიიღეს ენმ ხარჯზე, მათ გარკვეული მაჟორიტარული ოლქებში ენმ განეიტრალება შეძლეს.


შესაბამისად, ახლა ყველა ოპოძალა კონცენტრირებულია პირველ ამოცანა-მინიმუმზე - საკუთარი საბაზისო ელექტორატის მობილიზაციაზე.

შესაბამისად, ვორდინგი რომელსაც ისინი მიმართავენ არის გათვლილი საკუთარი, საბაზისო(!) ელექტორალური ბირთვის მობილიზიციისათვის და იძახიან იმას, რაც მათ ამ გჯუფის ენთუზიამსა და ლოიალობას გაამყარებს: ვიღაცა იძახის, რომ ქალები დაბალმოტივირებულები არიან, ვიდრე კაცები; ვიღაცა იძახის, რომ პრეიმიერი გახდება, სხვა, რომ “მარშალის გეგმას” განახორციელებს და მიშა იძახის, რომ მარტო მოიგებს, რადგან უალტერნატივოა - მოკლედ, ლოგიკური ქმედებებია და პასუხობს მათ მიერ დანახულ, საკუთარი საბაზისო ელექტორატის გემოვნებას. 

[ამ მხრივ, წმინდა სოციოლოგიურ/პოლიტოლოგიურად საინტერესოა, ვინ როგორ ხედავს საკუთარ ელექტორატს და მის ღირებულებებს. )) ]


მოკლედ, ყველაფერი ლოგიკურად მიდის - ყველა ძალა ცდილობს - რაც შეიძლება მეტი რესურსი, მეტი ადგილები მოიპოვონ პარლამენტში და შესაბამისად წონა კოალიციაში ძალთაგადანაწილების მოლაპარაკებების ეტაპისათვის.

სააკაშვილის სტრატეგია


სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესოა სააკაშვილის ახალი განაცხადი, ის ცდილობს ერთი მესიჯით ერთდროულად:

- მოახდინოს საკუთარი ელექტორატის მობილიზაცია - ენმ უალტირნატოვობის და ძლიერებაზე საუბრი და

- იმავდროულად, ცდილობს საზოგადოების იმ აქტიური და კარგი გაგებით ამბიციური ნაწილის მობილიზაციას, რომელიც არაა სტრუქტურირებული არსებულ პოლიტიკურ ძალებში, მაგრამ პოლიტიკური ამბიცია აქვთ.

მესიჯი  "საზოგადოებასთან კოალიციაზე" სწორედ ამ საზოგადოებრივ ჯგუფს მიემართება უპირველესყოვლის, მათ აძლევს იმედს, რომ ენმ მაქსიმალურად წარმატების შემთხვევაში მათ გაუხსნის გზას.

რამდენად არის სააკაშვილი განცხადება პარტიულის ნაცვლად, "ფართო საზოგადოებრივ კოალიციაზე" რეალისტური?


სააკაშვილის, როგორც რეალ-პოლიტიკის გროსმაისტერთან რეალისტურია ყველაფერი, რაც მის ინტერესებს ემთხვევა “ახლა და აქ” და პირიქით, არანაირ "დილს" არა აქვს ფასი, თუ მოცემულ დროსა და სიტუაციაში მის ინტერესებში არაა. მისი ინტერესები განისაზღვრება/ლიმიტირებულია რეალურ სიტუაციაში შესაძლებლობების ალტერნატივებით, მსგავსად ყველასი, ვინც იცის პოლიტიკის ლოგიკა.


შესაბამისად, რამდენად შედის მის ინტერესებში, არა პარტიული, არამედ, სწორედ "ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა"?


ჩემი აზრით არის და აი, რატომ:

1. მან იცის, რომ ენმ ვერ მიიღებს ისეთ უმრავლესობას, რომ დამოუკიდებლად დააკომპლექტოს კაბინეტი - ეს მოცემულ სიტუაციაში არარეალურია და ეს ყველაზე მეტად მან იცის


2. შესაბამისად, მას მოუწევს კაბინეტის ფორმირებისას არა-ქო-ების ხმების მობილიზაცია.


3. მან იცის რომ "პარტიუკები" მას გამოიყენებენ და გადააგდებენ, როცა ამის შანსი ექნებათ და ამიტომ არ ენდობა მათ


იმისთვის, რომ კაბინეტის ფორმირებისას არა-ქო-ების ხმების მობილიზაცია შეძლოს 2 გზა არსებობს:

- პარლამენტში გასული "პარტიუკების" ინტერესების მძევალი გახდეს ან

- ისინი აიძულოს მისმიერ დადგენილი პირობებით ითანამშროლონ.


პირველი ვარიანტი (“პარტიუკების” მძევლობა) მას ნაკლებად აწყობს, რჩება მეორე.

ეს მეორე რეალიზებადი ან დიდი უპირატესობით მოსვლით (რაც ნაკლებად რეალისტურია) ან/და ისეთი კაბინეტის შეთავაზებით, რომელზეც უარის თქმა "პარტიუკების"-თვის პოლიტიკურად საზიანო იქნება.


სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ ოპოჯგუფების უმრავლესობას ძალიან გაუჭირდება ქო-სთან კოალიციაზე წავლა - შემდეგ წელს თვითმართველობის არჩევნებია და ეს მათთვის ოპოელექტორატის ნახევარის დაკარგვას ნიშნავს, შესაბამისად, მოუწევს დაყვეს ენმ-ს პირობებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა მათი ნეიტრალიზებისათვის. ისინი წარმატებით შეეცდებიან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით აიძულოს ენმ კომპრომისებზე წავიდეს - ეს უკვე მოხდა ცოტა ხნის წინ, როცა მაჟორიტარული ოლქები “არაფერში” წაციცქნეს. თან ისე რომ რეპუტაციულად მაინც ვერაფერი მოიგო ენმ-მ )) მოკლედ, ძველმ პარტელიტამ ეს კარგად იცის ))


მაგრამ, რჩება კიდევ ერთი გზა - კაბინეტში სააკაშვილმა დაასახელებს არა ენმ-დან, პარტიული კანდიდატები, არამედ საზოგადოებიდან(!):

მაგ. თქვას, რომ ის უარს ამბობს პარტიულ კაბინეტზე, მზადაა ძალაუფლება გაუნაწილოს არა საზოგადოებისათვის რეპუტაციაშერყეულ პარტიებს, არამედ - თავად საზოგადოებას!

შესაბამისად - დაასახელებს მინისტრების კანდიდატებს, რომლებიც არ ასოცირდებიან პარტაპარატთან, პოლიტიკურ კლასთან და აქვთ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია.


ამ სიტუაციაში ოპოპარტიებს ფაქტობრივად არჩევანი არ აქვთ:
- ან ქო-სთან კოალიცია პოლიტიკური სიკვდილის ფასად,
- ან საზოგადოებისთვის მისაღები, “საზოგადოებრივი კოალიციური” კაბინეტის მხარდაჭერა, რომლსაც სააკაშვილი დაასახელებს.

ამ “საზოგადოებრივი”/”ტექნიკური” კაბინეტის პრემიერი თვითონ იქნება თუ სხვა, დამოკიდებულია სიტუაციაზე, მაგრამ ამ კაბინეტის ლიდერი სააკაშვილი იქნება საზოგადოების თვალში.


ეს ძალიან მომგებიანი სვლა უკვე აპრობირებულია - პოროშენკომ გაათამაშა 2014-ში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მარტო კაბინეტს ვერ აყალიბებდა და კოალიციის გაკეთება მოუწია მთავარ ოპონენტ/მტერ(!) იაცენუკთან - რათა შეესუსტებინა იაცენუკის გავლენა კაბინეტზე, პოროშენკომ საზოგადოებას წარუდგინა "ტექნიკური" კანდიდატები მინისტრებად, რომლებსაც უკრაინულ საზოგადოებაში ნდობა ქონდათ, პარტიასთან არ ასოცირდებოდნენ და რომელთა წინააღმდეგაც იაცენუკი ვერ წავიდოდა - ასე აღმოჩნდნენ ქართველები უკრაინის კაბინეტში. ))


მოდით კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა - რამდენად რეალისტურია ეს სცენარი?

დამოკიდებულია რამდენად მეტს გაიყვანს ენმ, რომ თავისი პირობები წააყენოს. ამისთვის საჭიროა ენმ მიიღოს დაახ. 2-ჯერ მეტი სხვა ოპოძალებთან შედარებით და ოპოზიციას ქონდეს ჯამური უპირატესობა ქო-ბის დეპუტაციასთან. შესაძლოა, საკმარისი იყოს სიტუაციაც, როცა ქო იღებს საკმარის რაოდენობას, მაგრამ ვერ აყალიბებს მთავრობას.


ეს სვლა სააკაშვილის მხრიდან წაუგებელი თამაშია, არაფერს კარგავს - ის გამოდის ახალი პოლიტიკური კულტურის, სისტემის ინიციატორი.


მაგრამ არსებობს აქილევსის ქუსლი - რამდენად დაიყოლიებს ამ გეგმაზე ენმ იმ დეპუტაციას, რომლებიც მისი სახელით შევა პარლამენტში? ხომ არ მოხდება პარტაპარატის ამბოხი, რაც 2016 წელს მოხდა, როცა ენმ სახელით გასული დეპუტაციის უდიდესი უმრავლესობა განუდგა მას და სადეპუტატო სკამებთან ერთად პარტიის დარეიდერება გადაწყვიტეს?


აქაც სააკაშვილს აქვს საშუალება: 

- გაემიჯნოს მათ, თუ ისინი უარს იტყვიან "საზოგადოებრივ კოალიციურ"/"ტექნიკურ" კოალიციაზე და
- ამ საზოგადოებრივი კოალიციის საფუძველზე დაიწყოს ახალი მოძრაობა (ჯერ) თვითმართველობის მოსაგებად, რომელიც შემდეგ წელსვეა და ეს სვლა ეფქტური სტარტი იქნება.

პრინციპში დაახ. ეს გზა გაიარა ტოქსიკური მოქალაქეთა კავშირის დატოვების შემდეგ, თბილისის თვითმართველობიდან - საქართველოს პრეზიდენტობამდე.

ყველა შემთხვევაში მისი მთვარი მესიჯი უნდა იყოს - მეტი თვითმართველობა, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, ადგილზე გადაცემა, მერიტოკრატია და პრაიემერი )). ეს მის გარშემო რეგიონალური ელიტებისა და ახალი ინდივიდების მობილიზაციას გამოიწვევს - მისი ბრენდის ქვეშ ისინი შანსს დაინახავენ.


შედეგად - სააკაშვილი განთავისუფლდება ვალდებულებებითამძიმებული, ტოქსიკური პარტაპარატის აქტივისგან და გახდება ახალი განზომილების, დეცენტრალიზებული, საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი.


p.s. by the way, გიორგი ვაშაძესთან ერთად დიდი ხნის წინათ დაახლოებით ამას (ვერტიკალურიდან -ჰორიზონტალურ, დეცენტრალიზებულ მმართველობაზე გადასვლა) ვთავაზობდით მას, მაგრამ მაშინ, ჩერგოებისა და ვანო მერებიშვილის შიდა-პარტიული ფრაქციის ზეწოლის ქვეშ, მას არ ეყო გამბედაობა. შედეგად მიიღო - ევროსაქების მიერ 2016 დარეიდერებული დეპუტაცია და "ჟანგიანად" მოხსენიება. ))

ახლა პრინციპში ალტერნატივები უფრო და უფრო ცოტა აქვს და სავარაუდოდ, თუ ეს რეალობა დადგა, პრაგამატულად ურჩევნია ამ გზის არჩევა. სხვა შემთხვევაში ის დარჩება, მის ხარჯზე პარაზიტირებული “პარტიუკების” ტოქსიკურ გარემოში მძევლად, ყოველწლიურად დაკარგავს ელექტორატის ნაწილს, რომელსაც სიახლე უნდა და რომელიც ამას სხვებისგან მიიღებენ და ეს იქამდე გაგარძელდება, სანამ მთლიანად არ ჩამოიშლება ან რაიმე ახალი იდეით არ მოხდა განახლება... 


1 comment:

  1. https://on.ge/story/64341-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1

    ReplyDelete

Total Pageviews